Accessibility links

site logo site logo

NCDC განცხადებას ავრცელებს მათთვის, ვინც ვერ შეძლო ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია


დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა.

თუმცა რეგისტრაციის პირველივე დღეს, 16 აპრილს, რეგისტრაციის მსურველების ნაწილს პრობლემა შეექმნა კლინიკაში 3-4 კვირის ვადაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რადგან ადგილები შეივსო და სისტემა აღარ არეგისტრირებდა მათ.

"გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.

ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა.

ყველაფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დროულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი", - წერია დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში.

კონკრეტულად როდის აღმოიფხვრება პრობლემა და როგორ მოგვარდება რეგისტრაციის საკითხი, ჯერ უცნობია. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს, მომდევნო ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გასაჯაროვდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG