Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ ბრიტანეთში პრინც ფილიპეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს


ლონდონის შორიახლოს, ქალაქ უინძორში, მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლის, ედინბურგის პრინც ფილიპეს დაკრძალვის ცერემონია.

საბერძნეთის გლიუკსბურგების დინასტიის მეფეთა შთამომავალი, 99 წლის ფილიპე 9 აპრილს გარდაიცვალა. დაიბადა კორფუზე, საბერძნეთში, მაგრამ იმის გამო, რომ მისი მამა საბერძნეთში სიკვდილიმისჯილი იყო, ცხოვრების წლები ფილიპემ დევნილობაში გაატარა. იგი სწავლობდა გერმანიასა და შოტლანდიაში, შემდეგ კი დაასრულა ინგლისის სამეფო სამხედრო-საზღვაო კოლეჯი.

სამხედრო კარიერის დასაწყისში ფილიპე ბრიტანეთის ფლოტის რიგებში იბრძოდა მეორე მსოფლი ომში, ბრწყინვალე სამხედრო კარიერა დაასრულა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე, პრინცესა ელისაბედი ბრიტანეთის დედოფალი გახდა.

გარდაცვლილი ჰერცოგის კუბო ცერემონიის დწყებამდე უინძორის სასახლის საკურთხეველში იყო მოთავსებული. კორონავირუსიის პანდემიის გამო დაკრძალვას ესწრებოდა მხოლოდ 30 კაცი, ნაცვლად დაგეგმილი 800-სტუმრისა.
დაკრძალვის დროს კუბოს უკან მიჰყვებოდნენ დედოფლის ქალიშვილი ანა და მისი უფროსი შვილი, ტახტის მემკვიდრე, უელსის პრინცი ჩარლზი. შემდეგ დედოფლის ორი შვილი, ასევე შვილიშვილები პრინცი ჰარი და უილიამი, დედოფლის უფროსი შილიშვილი პიტერ ფილიპსი და სხვები.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ბრიტანეთში დაშვებულია სახელმწიფო დროშები. დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ პრინც ფილიპეს დაკრძალავენ სამეფო საძვალეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG