Accessibility links

site logo site logo

სვანეთში პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს


შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე 3 პირი: 1979 წელს დაბადებული ვ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.უ. და 1992 წელს დაბადებული გ.უ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კონფლიქტი ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის „კომენდანტის საათის“ დარღვევის გამო მოხდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 აპრილს, ხაიშში სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელსაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაეწია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე ხაიშში დააკავა. გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დაკავების მიზნით“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG