Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაალ უდუმაშვილი: „მთავარ საკითხად რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები“



"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დღევანდელ (18 აპრილის) შეხვედრაზე გაირკვევა, დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდაზე ის წინადადებები, რომლებზეც შეიძლება საუბარი და რაიმე შეთანხმების მიღწევა.

უდუმაშვილის თქმით, ოპოზიციისთვის მთავარ საკითხად კვლავ რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

"დღეს ჩვენ გავიგებთ, რა შეიცვალა მათ მიდგომებში, დაიდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან ის წინადადებები, რომელზეც შეიძლება საუბარი, განხილვა და რაიმე შეთანხმებამდე მიღწევა. ჩვენი ამოსავალი არის პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებზე დიალოგის გახსნა. ეს არის ის ორი მთავარი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმების საგანი. ასევე, ის სამი საკითხიც, რომელიც გარკვეულწილად არის შეთანხმების საგანი. მედიატორები იქნებიან ელჩები, მათ ექნებათ ალბათ კონკრეტული წინადადებები მომზადებული, თუ როგორ ხედავენ ამ კონკრეტული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით გაიმართება.

17 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს მხარეებს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG