Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო საქართველოს შესახებაც იმსჯელებს


დღეს გაიმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს არაფორმალური ვიდეოკონფერენცია, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია საქართველოში განვითარებული მოვლენები.

ევროკავშირის ინფორმაციით, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელი მინისტრებს მიაწვდის ინფორმაციას მიმდინარე საკითხებსა და ბოლო და მოსალოდნელ მოვლენებზე.

მათ შორისაა ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები საქართველოში, ინდოეთში, მიანმარსა და მოზამბიკში და ირანთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა. საბჭოს წევრები გაცვლიან მოსაზრებებს ეთიოპიის და უკრაინის შესახებაც. არაფორმალურ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

18 აპრილს, ღამით ცნობილი გახდა განახლებული ვერსია შეთანხმებისა, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

დოკუმენტში დაზუსტებულია ორი ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ახალ არჩევნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG