Accessibility links

site logo site logo

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებასთან შეთანხმებაზე: რატომ 43% და არა 50?!


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილოა უცხოელი დიპლომატების ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის რამდენიმე დეტალით. ამ საკითხზე მან "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

"გაუგებარია, რატომ არის 43 პროცენტი და რატომ არ არის 50? თუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერაზეა, 43 პროცენტი - რა? ბაზარში ვართ, ვვაჭრობთ, ყველს ვყიდულობთ თუ?.. ეს ის თემა არის, რომელიც ჩემთვის არის კითხვა", - თქვა სააკაშვილმა.

მისი თქმით, კითხვებს აჩენს საარჩევნო კომისიის წევრების დაკომპლექტების წესი, საიდანაც 9-ს პარტიები ნიშნავენ, 8 კი პროფესიონალიზმის კუთხით შეირჩევა. სააკაშვილი ვარაუდობს, რომ პროფესიული ნიშნით მმართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობილი პირები შეირჩევიან.

"ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 40%-ზე ნაკლებს.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - "სამომავლო გზა საქართველოსთვის", რომელიც მისი წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს მმართველი პარტიისა და "გირჩის" წარმომადგენლებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG