Accessibility links

site logo site logo

ნავალნი კოლონიის საავადმყოფოში გადაიყვანეს


რუსეთის პენიტენციარული სამსახურის განაცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის გადაიყვანენ მისი სასჯელის მოხდის ადგილის მახლობლად მდებარე კოლონიის საავადმყოფოში, შეშფოთების გამო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება შიმშილობის გამოცხადების მეოცე დღეს.

„დღესდღეობით ნავალნის მდგომარეობა ფასდება, როგორც დამაკმაყოფილებელი, მას ყოველდღიურად სინჯავს თერაპევტი. პაციენტის თანხმობით, მას დაენიშნა ვიტამინებით მკურნალობა“, - წერია სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში, რომელიც 19 აპრილს გავრცელდა.

გასულ კვირაში ნავალნის მკურნალი ექიმი და სხვა სამი ექიმი მოითხოვდა მათ დაშვებას ნავალნისთან, რისთვისაც წერილით მიმართეს სამსახურს. წერილში ისინი აცხადებდნენ, რომ ნავალნის გულმა შეიძლება „ყოველ წუთში შეწყვიტოს მუშაობა“.

ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა, განაცხადა, რომ ნავალნი, რომელიც თვეების წინ ნერვულ-პარალიტიკური გაზით მოწამლეს, რამდენიმე დღეში შეიძლება მოკვდეს, თუ არ იქნა ზომები მიღებული.

ნავალნის გარშემო შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეკ სალივანმა, 18 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ნავალნი ციხეში მოკვდება, ამას „შედეგები მოჰყვება“.

19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზეც განიხილავენ ნავალნის საკითხს.

საგარეო პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა, განაცხადა, რომ ნავალნის ჯანმრთელობისთვის პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება.

ალექსეი ნავალნიმ 2-ნახევარი წელიწადი უნდა გაატაროს საპატიმროში.

18 აპრილს ნავალნის მომხრებმა მოუწოდეს საზოგადოებას, მოაწყონ მასობრივი აქციები 21 აპრილს, სანამ მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდეს.

19 აპრილს, დილით ადრე, ნავალნის ახლო თანამებრძოლმა, ვლადიმირ მილოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა დატოვა, რათა თავიდან აეცილებინა დაპატიმრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG