Accessibility links

site logo site logo

ჩეხეთის მთავრობა რუსეთის პასუხის მიმართ ახალ ნაბიჯებს გეგმავს


იან ჰამაჩეკი და ანდრეი ბაბიში პრესკონფერენციაზე 18 აპრილს.

ჩეხეთის მიერ რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომლის ქვეყნიდან გაძევებაზე მოსკოვის რეაქცია უფრო მკაცრი გამოდგა, ვიდრე პრაღაში მოელოდნენ, ამიტომ, ჩეხეთის მთავრობა გეგმავს ახალ ნაბიჯებს, - ეს განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტმა, იან ჰამაჩეკმა პრესკონფერენციაზე 19 აპრილს.

უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩეხეთის ქმედების საპასუხოდ, მოსკოვში ამ ქვეყნის საელჩოს 20 თანამშრომელი გამოაცხადოს პერსონა ნონ გრატად.

ჰამაჩეკის სიტყვებით, „ეს რეაქცია უფრო მძაფრი იყო, ვიდრე ველოდით, დიპლომატების რიცხვი მეტია, ვიდრე ჩვენ მიერ გაძევებული მზვერავების რაოდენობა“, თქვა მან.

ჩეხეთის რესპუბლიკა თვლის, რომ მის მიერ ქვეყნიდან გაძევებული რუსეთის მოქალაქეები სპეცსამსახურების თანამშრომლები არიან.

„მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომლის გაძევება დიდი დარტყმაა ჩვენი წარმომადგენლობისთვის, ეს საელჩოს მუშაობის პარალიზებას გამოიწვევს. ჩეხეთის ელჩის მოადგილესთან ერთად სამშობლოში დაბრუნება მოსთხოვეს მთელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ განყოფილებებს“, - აღნიშნა ჰამაჩეკმა.

17 აპრილს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ 2014 წელს ჩეხეთში იარაღის და ამუნიციის საწყობის აფეთქების უკან. ამ ინციდენტს ორი ადამიანი ემსხვერპლა. პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსი დიპლომატების გაძევება დასაბუთებულია „არაორაზროვანი მტკიცებულებით“, რომელიც წარმოადგინეს ჩეხმა გამომძიებლებმა.

ბაბიშმა დაასახელა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 29155-ე ქვედანაყოფი, რომელიც დაკავშირებული იყო ევროპაში მოწყობილი თავდასხმების და მკვლელობის სერიასთან, მათ შორის, ყოფილი რუსი აგენტის, სკრიპალის, მოწამვლასთან ინგლისში. განადგურებული იარაღი და ამუნიცია, გავრცელებული ცნობებით, განკუთვნილი იყო უკრაინისთვის, რომელიც 2014 წლიდან ებრძვის რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს. ბულგარელი იარაღით მოვაჭრე, რომელიც ამ მორიგების ორგანიზატორი იყო, ასევ გახდა თავდასხმის სამიზნე.

აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნატო და ევროკაშირი მხარს უჭერენ ჩეხეთის გადაწყვეტილებას და გამოაცხადეს, რომ მხარში უდგანან პრაღას.

18 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩეხეთის მიერ გამოთქმული ბრალდებები კიდევ ერთი ნიმუშია პრაღის მიერ მოსკოვის მიმართ გამოხატული „მტრული მოქმედებისა“.

19 აპრილს ჩეხეთისა და რუსეთის საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG