Accessibility links

site logo site logo

რიყის პარკში გაიმართა ოპოზიციური პარტიების შეკრება


რიყის პარკში ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მხარდამჭერების შეკრება გაიმართა. მისი მთავარი მიზანი იყო თბილისში 15 მაისს დაგეგმილი აქციის გეგმების წარდგენა და მხარდამჭერებისთვის იმის განმარტება, რატომ მიიჩნევს ოპოზიცია მნიშვნელოვნად რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი აქციის გამართვას:

„ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ მივიღებთ ვადამდელ არჩევნებს და როდესაც პოლიტპატიმრები დატოვებენ უპირობოდ საპყრობილეებს და როდესაც გატარდება ყველა ის რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც სასამართლო სისტემას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავასრულოთ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობა და უნდა დავასრულოთ ისეთი ქვეყანა, სადაც იარსებებენ პოლიტიკური დევნილები.

ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ მოსახლეობას ამ ქვეყანაში უნდა გაუჩნდეს ხვალინდელი დღის იმედი. სწორედ ამიტომ 15 მაისს რუსთაველის გამზირზე შევიკრიბოთ და შევცვალოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, - მიმართა შეკრების მონაწილეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრეს ასევე გიორგი ვაშაძემ, ნინო ბურჯანაძემ, ბადრი ჯაფარიძემ, გიგი უგულავამ, შალვა ნათელაშვილმა და სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა.

ოპოზიციური პარტიების აქცია 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინაა დაგეგმილი. მანამდე კი უკვე დაწყებულია რეგიონებში მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG