Accessibility links

site logo site logo

ასაცრელად წინასწარ დარეგისტრირებულთა რიცხვმა დღეს დილისთვის 31 500-ს გადააჭარბა


საქართველოში კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის წინასწარი რეგისტრაცია უკვე გაიარა 31 000-ზე მეტმა მოქალაქემ.

რეგისტრაცია 19 აპრილს დაიწყო. 20 აპრილის 10:30 საათისთვის სპეციალურ საიტზე https://www.moh.gov.ge/covid-chart/register დარეგისტრირებული იყო 31 508 მოქალაქე.

ეს რიცხვი დაახლოებით 1300-ით უკვე აღემატება 15 მარტიდან 18 აპრილის ჩათვლით ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობას(30209). 15 მარტიდან საქართველოში მიმდინარეობს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების და 55 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეების აცრა Pfizer-ის და Astrazeneca-ს ვაქცინებით.

ასაცრელად წინასწარ დარეგისტრირების მსურველებს შეუძლიათ მიუთითონ, რომელ ვაქცინებს ანიჭებენ უპირატესობას. ამ დროისთვის რეგისტრირებულთა უმრავლესობა, 30 ათასზე მეტი უპირატესობას ანიჭებს Pfizer/Biontech-ის ვაქცინას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG