Accessibility links

site logo site logo

RSF-ის მედიის თავისუფლების ანგარიშის ბოლო ადგილებზე შუა აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია


ბელარუსში უპრეცედენტო ზეწოლა ჟურნალისტებზე, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებდნენ და იმ რეპორტიორების დაბლოკვა, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ომს აშუქებდნენ, იმ ფაქტორებს შორისაა, რომლებმაც აღმოსავლეთი ევროპა და შუა აზია ორგანიზაციის რეპორტიორებმა უსაზღვრებოდ (RSF) მედიის თავისუფლების ანგარიშში წელს ბოლო ადგილებზე მოათავსა.

თუმცა, პარიზში განთავსებული ორგანიზაცია ამბობს, რომ მედიის თავისუფლების სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით რეგიონში ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტორი რუსეთია. RSF-ის შეფასებით, რუსეთი მისდევს "პოლიტიკურ მოდელს, რომელიც მოიცავს კიდევ უფრო მძლავრ რეპრესიებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების და მედიის მიმართ". ორგანიზაციის თანახმად, რუსეთის პოლიციას არასოდეს განუხორციელებია ისეთი ფართო და სისტემატური ზეწოლა ჟურნალისტებზე, როგორიც კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციების გაშუქების დროს.

RSF აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში აღინიშნებოდა ინფორმაციის კონტროლის "გადამდები" სურვილი, განსხვავებული ინტენსივობით. "რუსეთის მოდელით, COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლის საჭიროება სხვა მთავრობებმაც გამოიყენეს პრესის თავისუფლების შესაზღუდად", - წერს RSF.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG