Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას ნავალნის გათავისუფლების შესახებ


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფრანგმა დეპუტატმა, ჟაკ მერმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა 22 აპრილს გაიმართება.

იმ დღეს სტრასბურგში ჩანიშნულია დებატები ნავალნის დაპატიმრებისა და საპატიმროში მისი მდგომარეობის ირგვლივ. რეზოლუციის პროექტის ავტორი ფრანგი დეპუტატი, ჟაკ მერი, „ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს“ წარმოადგენს.

რეზოლუციის პროექტი მოუწოდებს რუსეთს, „ნებისმიერ შემთხვევაში“ გაათავისუფლოს პატიმრობიდან ალექსეი ნავალნი 7 ივნისამდე, ვიდრე ევროკავშირის მინისტრთა კომიტეტი კვლავ გამართავს სხდომას ადამიანის უფლებათა დაცვის თაობაზე. მოწოდება ეყრდნობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნას, რომ დაუყოვნებლად გაათავისუფლონ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ შეუძლებლად მიიჩნევს ნავალნის გათავისუფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე. იუსტიციის მინისტრმა, კონსტანტინ ჩუიჩენკომ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „იმთავითვე შეუსრულებელი“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG