Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთი სამ რუს დიპლომატს ერთ კვირაში დაატოვებინებს თავისი ქვეყნის ტერიტორიას


ედუარდ ჰეგერი
ედუარდ ჰეგერი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა, განაცხადა, რომ სლოვაკეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის სამმა წარმომადგენელმა უნდა შეწყვიტოს საქმიანობა და „შვიდი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს სლოვაკეთის ტერიტორია“.

როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ჩეხეთში ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ და არსებული „ინფორმაციის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ ჩვენი სადაზვერვო სამსახურების მხრიდან, რომლებიც მჭიდროდ თანაშრომლობენ ჩვენი მოკავშირეების სპეცსამსახურებთან“, - აღნიშნა ედუარდ ჰეგერმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ უპასუხებს მოსკოვი სლოვაკეთის ამ ნაბიჯს.

მანამდე ჩეხეთის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იკუბ კულჰანეკმა, განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ მაისის ბოლომდე ჩეხეთის რესპუბლიკაში თავისი დიპლომატების საშტატო რაოდენობა ხუთ კაცამდე უნდა შეამციროს, ანუ იმ რიცხვამდე, რამდენი თანამშრომელიც რჩება მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში რუსეთის მიერ 20 ჩეხი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შემდეგ.

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ რუსეთი აღიარებდა მის მიერ გადადგმული ნაბიჯის არაპროპორციულობას, მაგრამ ჩვენი წინადადება უპასუხოდ დარჩა. ჩვენ გადავწყვიტეთ სათანადოდ ვუპასუხოთ“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მანამდე იაკუბ კულჰანეკმა პრაღაში რუსეთის ელჩთან ალექსანდრ ზმეევსკისთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთს 22 აპრილამდე მისცა ვადა, რათა გადაესინჯა თავისი გადაწყვეტილება ქვეყნიდან ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომლის გაძევების შესახებ. შეხვედრაზე ითქვა, რომ თუ რუსეთი არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, პრაღა გააძევებს ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომლების იმ რაოდენობას, რომ მათი რიცხვი არ აღემატებოდეს მოსკოვში დარჩენილი ჩეხი დიპლომატების რაოდენობას. ამ ეტაპზე, რუსეთის მიერ ჩეხი დიპლომატების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შემდეგ, მოსკოვში ჩეხეთის საელჩოში დარჩა მხოლოდ ხუთი პირი, რომლებსაც დიპლომატის სტატუსი აქვთ.

ჩეხეთის მთავრობის მიერ რუსი დიპლომატების გაძევება მოხდა მას მერე, რაც გაირკვა, რომ სპეცსამსახური და პოლიცია რუსეთის სამხედრო დაზვერვას ადანაშაულებს 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქებასთან კავშირში. კრემლმა უარყო პრაღის ბრალდება.

პრაღასა და მოსკოვს შორის ამჟამინდელი დიპლომატიური კონფლიქტი უდიდესია 1989 წლის შემდეგ,

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG