Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით ელაპარაკა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს


ადმინისტრაციის ცნობით, ​NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეთანხმების მიღწევა მიულოცა. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისათვის საჭირო რეფორმების მნიშვნელობა განიხილეს.

ოფიციალური ცნობით, საუბარი ასევე შეეხო NATO-ს მომავალ სამიტს, რომელიც 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება. მხარეებმა განიხილეს ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობა და ამ კონტექსტში სამიტზე საქართველოს შესაბამისად წარმოჩენის საკითხი.

სალომე ზურაბიშვილმა და იენს სტოლტენბერგმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პრეზიდენტმა პორტებისა და NATO-ს მხრიდან შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, მხარეებმა ასევე განიხილეს ავღანეთის საკითხი და მომდევნო თვეებში ჯარების გამოყვანის პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს გამორჩეულ როლს ავღანეთის მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG