Accessibility links

site logo site logo

სულ მცირე 15 კაცი დაიღუპა ავღანეთში მომხდარი ავარიის შედეგად


დაშავებულები ზაბულის საავადმყოფოში

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა ავღანეთის ზაბულის პროვინციაში 23 აპრილს მომხდარი ავარიის შედეგად, როდესაც ქაბულისა და ჰილმენდის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს შეეჯახნენ სამგზავრო ავტობუსი და დიდი სატვირთო მანქანა.

როგორც რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელმა, გულ ისლამ სიალმა უთხრა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს, ავტოსაგზაო ავარიის შედეგად დაშავებულია 12 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო პუნქტებში გადაიყვანეს. ავღანელმა მოხელემ ავარიის მიზეზად ცუდი გზა დაასახელა.

ცუდი გზები და მანქანების გაუფრთხილებელი მართვა ავღანეთში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ადამიანის დაღუპვის მიზეზი ხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG