Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გეიტსი და ბლუმბერგი მონაწილეობას მიიღებენ კლიმატის ორდღიან ვირტუალურ სამიტში


ფილანთროპი მილიარდერები, ბილ გეიტსი და მაიკ ბლუმბერგი, ასევე ელექტროტექნიკური და ინდუსტრიული დარგების პროფკავშირების ლიდერი მიიღებენ მონაწილეობას კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ ორდღიან ვირტუალურ სამიტში, რომელსაც ვაშინგტონი მასპინძლობს. მოელიან, რომ გეიტსი და ბლუმბერგი მხარს დაუჭერენ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ამბიციურ გეგმას, რაც ნახშირბადის ემისიების მკვეთრ შემცირებას და ამერიკის ეკონომიკის ტრანსფორმირებას ისახავს მიზნად.
ჩვენ ვიმყოფებით „გადამწყვეტ ათწლეულში“ კლიმატური ცვლილებების მოსაგვარებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ ორდღიან ვირტუალურ სამიტზე მიმართვისას 22 აპრილს განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მატება 1.5 გრადუს ცელსიუსის ფარგლებში მოვაქციოთ. 1.5 გრადუსზე ზემოთ მატება მსოფლიოში ნიშნავს გახშირებულ ხანძრებს, წყალდიდობებს, გვალვას და ქარიშხლებს, დასახლებების განადგურებას, სიცოცხლის და საარსებო საშუალებების დაკარგვას”, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა სამიტის გახსნაზე.

აშშ-ის ლიდერმა, რომელმაც კლიმატის ცვლილებას „საფრთხეზე მეტი“ უწოდა, პირობა დადო, რომ აშშ ნახშირბადის ემისიებს 2030 წლამდე 50-52%-ით, 2005 წლის დონემდე, შეამცირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG