Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დაინიშნა


შალვა ლომიძე და ირაკლი ღარიბაშვილი
შალვა ლომიძე და ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი აღნიშნული სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანახმად, მთავრობის მეთაურსა და დაზვერვის სამსახურის ახალ ხელმძღვანელს შორის დღეს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

შალვა ლომიძე 2014-2020 წლებში - დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი; მუშაობდა უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ასევე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონტრდაზვერვის მიმართულებით.

შალვა ლომიძემდე დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია იყო. 2020 წლის იანვარში იგი გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG