Accessibility links

site logo site logo

გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდსტაციონარი ამოქმედდა


გორის სამედიცინო კლინიკა „გორმედი“

„გორმედის“ ქსელის გენერალური დირექტორის ანდრია მიზანდარის თქმით, „გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის იზოლირებულ კორპუსში დღეიდან კვლავ კოვიდსტაციონარი ამოქმედდა.

მისი ინფორმაციით, კლინიკა არ წყვეტს მულტიპროფილურ ფუნქციონირებას და კოვიდპაციენტების სტაციონარული მართვის პარალელურად, იზოლირებულ კორპუსში, გამიჯნულ სივრცეებში კვლავ განაგრძობს სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას.

„გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან მიიღებს კოვიდპაციენტებს გორის ცენტრალური კლინიკის იზოლირებულ კორპუსში. ამ ეტაპზე, კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილია 110 სტაციონარული საწოლი, აქედან, 6 - რეანიმაციული. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება დადგება, ჩვენ შევძლებთ კიდევ რამდენიმე ათეული საწოლის მობილიზებას. აქვე აღვნიშნავ, რომ კლინიკა არ წყვეტს მულტიპროფილურ ფუნქციონირებას. კოვიდპაციენტების სტაციონარული მართვის პარალელურად, იზოლირებულ კოსპუსში, გამიჯნულ სივრცეებში „გორმედის" გორის საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ განაგრძობს სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას“, - განაცხადა ანდრია მიზანდარმა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 11 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 751 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1271 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 4.42%;

ბოლო 7 დღის - 4.55%;

ბოლო 14 დღის - 3.75%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG