Accessibility links

site logo site logo

თურქეთი, ავღანეთი, პაკისტანი თალიბანს მოუწოდებენ სამშვიდობო პროცესის ერთგულებისკენ


ავღანეთის, თურქეთის და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს, „განსაკუთრებით თალიბანს,“ მოუწოდებენ, დაადასტურონ კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარებისადმი ერთგულება. მინისტრების მოწოდება გავრცელდა მას მერე, რაც საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია ავღანეთის გარშემო, რომელიც ამ შაბათ-კვირისთვის იყო დაგეგმილი, გადაიდო.

სტამბოლში 23 აპრილის მოლაპარაკების შემდეგ, მევლუთ ჩავუშოღლუმ, ჰანიფ ათმარმა და შან მაჰმუდ ქურეშიმ განაცხადეს, რომ „წუხან ავღანეთში ძალადობის მაღალი დონის შენარჩუნების“ გამო. მათ ხაზი გაუსვეს, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი, რათა დასრულდეს ძალადობა და შეიქმნას სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის საჭირო ატმოსფერო. კონფერენცია, რომელსაც მხარს უჭერს ვაშინგტონი, თურქეთის, ყატარის და გაეროს მიერ არის ორგანიზებული. ის 24 აპრილს სტამბოლში უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო, რადგან თალიბანის წარმომადგენლობა არ ჩავიდა. ანკარამ გამოაცხადა, რომ თავყრილობა შედგება რამადანის დამთავრების შემდეგ. ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. თურქეთმა გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ აშშ-ის ჯარი ავღანეთს 11 სექტემბრისთვის, ტრამპის ადმინისტრაციასა და თალიბებს შორის დათქმული ვადიდან, ოთხ თვეში დატოვებს.

ამის საპასუხოდ თალიბებმა გამოაცხადეს, რომ არ მიიღებენ სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობას, რომელიც კვირის ბოლოსთავის იყო დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG