Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდოდ, დაახლოებით 130 მიგრანტი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მათი ნავი ლიბიის სანაპიროსთან ჩაიძირა


 SOS Mediterranee-ს სამაშველო გემი მარსელის ნასვადგურში, 2018 წელი
SOS Mediterranee-ს სამაშველო გემი მარსელის ნასვადგურში, 2018 წელი

დაახლოებით 130 ადამიანი იმყოფებოდა გასაბერ ნავზე, რომელიც და ლიბიის სანაპიროსთან ჩაიძირა. ვერავინ გადარჩა , - განაცხადა ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია SOS Mediterranee-მ 22 აპრილს, საღამოს. არასამთავრობო ორგანიზაციის Ocean Viking -ის გემი სამძებრო სამუშაოებს აწარმოებდა შემთხვევის არეალში, ტრიპოლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, და სულ ცოტა, 10 ცხედარს მიაგნო.

"მას შემდეგ, რაც დღეს შემთხვევის ადგილზე მოვედით, ვერც ერთი გადარჩენილი ადამიანი ვერ ვიპოვეთ, მაშინ როცა, სულ ცოტა, 10 ცხედარი დავინახეთ ჩაძირვის ადგილის სიახლოვეს", თქვა ლუიზა ალბერამ, Ocean Viking -ის სამძებრო-სამაშველო კოორდინატორმა.

SOS Mediterranee -მ განაცხადა, რომ უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, ის მთელი თავისი ძალისხმევით ცდილობდა ლიბიის ნაპირებთან, საერთაშორისო წყლებში, სამი ნავის გადასარჩენი სამუშაოების კოორდინირებას.

21 აპრილს, Ocean Viking -მა ვერ მოახერხა დაღუპული ხის ნავის პოვნა, რომლის ბორტზე მყოფი დაახლოებით 40 ადამიანის ბედი უცნობია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, წელს უკვე 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ცენტრალური ხმელთაშუა ზღვისპირეთის სამიგრაციო გზაზე, თუ არ ჩავთვლით უკანასკნელ პერიოდში დაღუპულებს. ლიბია მთავარი სატრანზიტო პუნქტია უმეტესად აფრიკელი მიგრანტებისთვის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას ცდილობენ ევროპაში ჩასაღწევად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG