Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ზნაურში 63 აუფეთქებელი ჭურვი იპოვეს


დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა ოკუპირებულ ზნაურის რაიონში გამნაღმველებმა აუფეთქებელი საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. სულ სოფელ ხლისთთან ​63 ერთეული ჭურვია ნაპოვნი.

ოსურ მედიასთან საუბარში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა რუსლან კოდალაევმა განაცხადა, რომ აღმოჩენილია 3 ერთეული პგ-7 ის და ვოგ-25- ის 60 ჭურვი. „ჩვენმა გამნაღმველებმა ჭურვები უსაფრთხო ადგილზე გაიტანეს და გააუვნებელყვეს“.

ცოტა ხნით ადრე დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გამნაღმველებმა ცხინვალის გარეუბანშიც აღმოაჩინეს ჭურვები, ბევრი მათგანი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იყო.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად პოულობს აუფეთქებელ საბრძოლო მასალას. დიდი ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომიდან არის დარჩენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG