Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთის ერთ სოფელში ორი მაღაზია გაქურდეს


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს.

მაღაზიების მეპატრონეთა ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეებმა მაღაზიების კარი რკინის საჭრელით გაჭრეს და თანხასთან ერთად, წაიღეს სხვადასხვა სახის სურსათი. რკინის საჭრელის საშუალებით არის დაზიანებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიც, საიდანაც ასევე ფულია წაღებული.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, დაზარალებულები ამბობენ, რომ სავარაუდო დამნაშავეებმა სათვალთვალო ვიდეოკამერებიც დააზიანეს.

მომხდარზე დაიწყო გამოძიება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები და ექსპერტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG