Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: "არამეგობრულ" საელჩოებს შესაძლოა თანამშრომლების დაქირავების აკრძალვა შეეხოს


სააგენტო "ასოშიეიტედ პრესის" ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ქვეყანას უფლებას აძლევს მის მიერ "არამეგობრულად" მიჩნეულ საელჩოებში რუსეთის მოქალაქეებს მუშაობა სრულად აუკრძალოს, ან მათი რაოდენობა შეზღუდოს.

კრემლის მიერ პარასკევს გამოცხადებული ამ ზომის ფონია რუსი დიპლომატების გაძევების ტალღა აშშ-დან და ევროპის ქვეყნებიდან და მოსკოვის მხრიდან საპასუხოდ გადადგმული ანალოგიური ნაბიჯები.

ბრძანება მთავრობას ავალებს შეადგინოს არამეგობრულად განწყობილად მიჩნეული საელჩოების სია. ზომა შეეხება არა მხოლოდ ამ ქვეყნების საელჩოებს, არამედ საკონსულოებსაც.

აშშ-მა გასულ კვირაში 10 რუსი დიპლომატი გააძევა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის და აშშ-ზე მიტანილ კიბერთავდასხმაში ფედერალური სააგენტოების მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გამო.

ჩეხეთმა გასულ კვირაში გააძევა რუსეთის საელჩოს 18 წარმომადგენელი, რომლებსაც ჯაშუშობაში დასდო ბრალი. პასუხად, რუსეთმა 20 ჩეხი დიპლომატი დააბრუნა სახლში.

გასულ კვირაში პოლონეთმა განაცხადა, რომ აძევებს სამ რუს დიპლომატს, რის პასუხადაც მოსკოვმა ხუთი პოლონელი დიპლომატი გააძევა. ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, საერთო ანგარიშში ოთხ რუს დიპლომატს მოთხოვეს ქვეყნების დატოვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG