Accessibility links

site logo site logo

COVID-19-ის 966 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 18 ადამიანი


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 966 ახალი შემთხვევა აღირიცხა. გუშინ ეს მაჩვენებელი 1250 იყო. Stopcov.ge-ზე ახლახან შეცვლილი მონაცემების თანახმად, ჩატარდა 23888 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი - 6974, PCR ტესტი - 16914.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 18 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4025 -ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1222-ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი და საერთო მაჩვენებელმა 285971 -ს მიაღწია.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 222 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას 3582 პაციენტი. კლინიკურ სასტუმროში მყოფ პირთა რიცხვი 717-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG