Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლ ფაშინიანი გადადგა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, თუმცა მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზი ქვეყანაში 20 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია. არჩევნებამდე ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

„პრეზიდენტთან და პოლიტიკურ ძალებთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით დღეს მე თანამდებობას ვტოვებ, რათა 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს. პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს არ აირჩევს. ამ პერიოდის განმავლობაში მე განვაგრძობ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას, კანონმდებლობისა და კონსტიტუციის სრული დაცვით“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG