Accessibility links

site logo site logo

ალბანეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება


ალბანეთში საპარალამენტო არჩევნები იმართება, მწვავე საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომლის დროსაც აშშ და ევროკავშირი სიმშვიდის მოწოდებებით გამოდიოდნენ.

მოქალაქეები 25 აპრილს არჩევანს აკეთებენ დიდი ხნის განმავლობაში თანამდებობაზე მყოფ, მემარცხენე პრემიერ-მინისტრ ედი რამას და მის მწვავე კრიტიკოსს შორის, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიცია უჭერს მხარს. ამომრჩეველი იმედგაცრუებას გამოხატავს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების მიმართ.

რამას მესამე ვადით სურს თანამდებობის დაკავება და აცხადებს, რომ თუ მისი, სოციალისტური პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, პოლიტიკიდან წავა.

პრემიერ-მინისტრს გამოწვევას უქმნის მთავარი ოპოზიციური ძალა, დემოკრატები, რომელსაც ათზე მეტი პარტია უჭერს მხარს და რომლის კანდიდატიც, ლულზიმ ბაშა აცხადებს, რომ რამამ რვა წლის განმავლობაში ამოცანებს თავი ვერ გაართვა და კიდევ ერთ შანსს აღარ იმსახურებს.

გამოკითხვების თანახმად, რამას სოციალისტური პარტია უპირატესობას ფლობს მეტოქეებთან მიმართებით, თუმცა ამომრჩევლის დიდი ნაწილი გადაუწყვეტელია.

ყველა პარტია აცხადებს, რომ გაატარებს იმ რეფორმებს, რომლებიც საჭიროა ალბანეთის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ევროკავშირმა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება ალბანეთს ერთი წლის წინ გაუხსნა.

2,8 მილიონი მოსახლის ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია ევროპაში, და მის ტურისტულ სექტორს დიდი დატყმა მიადგა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG