Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე ნიკოლოზი აღდგომის აღნიშვნაზე: "ვცდილობთ, არც მწვადი დავწვათ, არც შამფური"


ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან აღდგომის ღამეს რეგულაციებთან დაკავშირებით. მოლაპარაკებები „ეხება იმას, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, ანუ არც ეპიდემია გავამძვინვაროთ და არც ადამიანები ჩავაგდოთ სასოწარკვეთილებაში“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

მისი თქმით, ეკლესია და ხელისუფლება ცდილობს, რომ ერთი მხრივ მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები და, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იყოს იმ ხალხის ინტერესი, ვისაც აღდგომის ღამეს ეკლესიაში მისვლა სურს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG