Accessibility links

site logo site logo

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონი გახდა


საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, ვარშავაში 25 აპრილს დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში, ორმოცდაერთი ქვეყნის ნაკრებს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

ქართული დელეგაციიდან ყველაზე წარმატებულად გამოვიდა 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე, რომელმაც ევროპირველობა წაუგებლად ჩაამთავრა და დარბაზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. ბოლქვაძემ ფინალის გზაზე შვედი, რუსი და უნგრელი მეტოქეები დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლაში კი სომეხ მალხას ამოიანს აჯობა. მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია (130 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო ლერი აბულაძე (63 კგ) და აივენგო რიკაძე (82 კგ) - ბრინჯაოებს.

ევროპის ჩემპიონატზე, უცხოეთის ქვეყნებში მოჭიდავე ქართველებმა სამი მედალი მოიპოვეს. ზურაბ დათუნაშვილის (87 კგ) ოქროთი სერბეთის ნაკრებმა იხეირა, ნიკოლოზ კახელაშვილისა (97 კგ) და ზურაბ გედეხაურის (130 კგ) ბრინჯაოებით - იტალიამ და რუსეთმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG