Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნუ გავუსწრებთ მოვლენებს" - "ქართული ოცნების" დეპუტატი თალაკვაძის თბილისის მერობის კანდიდატობაზე


"ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური არ პასუხობს კონკრეტულ კითხვას, განიხილება თუ არა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე თბილისის მერობის კანდიდატად. ამ საკითხზე მან პარლამენტში ჟურნალისტებს კითხვაზე პასუხის გაცემის დროს ესაუბრა.

"ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ბატონი არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე და ავირჩევთ... მინდა შევახსენო ყველას, რომ „ქართული ოცნება“ მდიდარია ლიდერებით და ლიდერების სიმცირეს არ განიცდის", - თქვა მან.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა. მან ოფიციალურ მიზეზად თქვა, რომ პარლამენტში ოპოზიციის შესვლის შემდეგ მისი ადგილი სხდომათა დარბაზშია და არა - სპიკერის როლში. დღევანდელი მოცემულობით, თბილისის მერი კახა კალაძეა, რომელიც "ქართულმა ოცნების" წარდგენილია. მისი პოზიცია ამ დრომდე უცნობია, აპირებს თუ არა ამ თანამდებობაზე მუშაობის გასაგრძელებლად არჩევნებში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG