Accessibility links

site logo site logo

ირანში კიდევ ერთი წლით მიუსაჯეს პატიმრობა ირანული წარმოშობის ბრიტანელს


ნაზანინ ზაღარი-რატკლიფი

ირანის სასამართლომ კიდევ ერთი წლით გაუგრძელა პატიმრობა ირანული წარმოშობის ბრიტანელს, ნაზანინ ზაღარი-რატკლიფს, ერთ-ერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელს, რომელსაც ერთი წლით აეკრძალა ასევე ქვეყნის დატოვება. როგორც 26 აპრილს ადვოკატმა ჰოჯაიტ კერმანიმ განაცხადა, სასამართლომ ნაზანინ ზაღარი-რატკლიფი „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდაში“ დაადანაშაულა იმის გამო, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელმა 2009 წელს ლონდონში, ირანის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობას.

ირანული წარმოშობის ბრიტანელს, ნაზანინ ზაღარი-რატკლიფს, რომელიც ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდა, 7 მარტს ახსნეს ელექტრონული სამაჯური, რადგან გაუვიდა ირანში მისთვის შეფარდებული სასჯელის ვადა.

42 წლის ზაღარი-რატკლიფი, Thomson Reuters-ის ფონდის პროექტის მენეჯერი, 2016 წელს თეირანის აეროპორტში დააპატიმრეს ოჯახთან სტუმრობის შემდეგ. მას სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა ირანის მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულებისთვის.

ოჯახი, ასევე ფონდი, ბრალდებას უარყოფს, ხოლო Amnesty International-მა დაგმო პროცესი, როგორც „ძალიან არასამართლიანი“.

ნოემბერში ზაღარი-რატკლიფს სასამართლომ წარუდგინა ახალი - „რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელების“ - ბრალდება.

თეირანის ევინის საპატიმროდან ის 2020 წლის მარტში დროებით გაათავისუფლეს და შინაპატიმრობაში მოათავსეს კორონავირუსის პანდემიის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG