Accessibility links

site logo site logo

კახა კუჭავა შეხვდა სალომე ზურაბიშვილს


ადმინისტრაციის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა კახა კუჭავამ პირველი შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა წარადგინა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებს.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან 24 აპრილს გადადგა. „ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში“, - განაცხადა მან.

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასა და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავას როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 27 აპრილიდან დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG