Accessibility links

site logo site logo

ირანში იზრდება COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა


კორონავირუსიანი პაციენტის მკურნალობა ირანის ჰოსპიტალში

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შიშობენ, რომ COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში იმ ფონზე, როდესაც წუხელ ქვეყანაში პანდემიის მანძილზე ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტი სიკვდილის შემთხვევა აღირიცხა.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ირანში 496 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც 70070-მდე გაიზარდა ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა.

“ცუდი ინფორმაცია ისაა, რომ სავარაუდოდ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სიკვდიიანობის ტენდენცია გაიზრდება“, - ირანის ოიფიციალური სააგენტო „ირნას“ მოყავს ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირაჯ ხარირჩის სიტყვები.

წუხელ ირანში გამოვლინდა კორონავირუსის 21026 ახალი შემთხვევა, რითაც ეპიდემიის განმავლობაში ამ რიცხვმა უკვე გადააჭარბა 2,4 მილიონს.

ამასთან, ზოგიერთ ოფიციალური პირი აღიარებს, რომ დაინფიცირებულთა რეალური რაოდენობა, ოფიციალურზე მეტი უნდა იყოს.
ეპიდსიტუაციას ირანში ართულებს ჯანდაცვის ზომების უგულებელყოფა, ხალხმრავალი საოჯახო შეკრებები განსაკუთრებით მარტის თვეში ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო დღეებში.

84 მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსის მორიგი მეოთხე ტალღის შესაჩერებლად 10 აპრილიდან ირანის ხელისუფლებამ ნაწილობრივი ლოქდაუნი გამოაცხადა თეირანსა და სხვა დიდ ქალაქებში.
თებერვლის დასაწყისში ირანში დაიწყო ვაქცინაციის კამპანია, მაგრამ მისი ტემპი იმდენად დაბალია, რომ დღემდე ოფიციალური მონაცემებით აცრილია მხოლოდ 824 000 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG