Accessibility links

site logo site logo

ბრაზილიის მაკონტროლებელმა სააგენტომ დაუშვებლად მიიჩნია რუსული ვაქცინის იმპორტი


ბრაზილიის სანიტარიული ზედამხედველობის სააგენტომ(Anvisa) დაუშვებლად მიიჩნია კოვიდ-ინფექციის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის იმპორტი. სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განმარტებით, უარი უკავშირდება რისკებს და სერიოზულ დეფექტებს. სააგენტოსგან ნებართვას ითხოვდნენ რეგიონული მთავრობები.

Anvisa-ს მმართველი საბჭო აღნიშნავს, რომ ვაქცინის მწარმოებლებს არ წარუდგენიათ საკმარისი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა „სპუტნიკ V“-ის საიმედოობას, ხარისხს და ეფექტიანობას. რუსული ვაქცინის სერიოზულ დეფექტად ჩაითვალა მასში გამრავლების უნარის მქონე ადენოვირუსის არსებობა.

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსეთთან მარტში გააფორმა კონტრაქტი ვაქცინის 10 მილიონი დოზის მისაღებად. ცოტა ხნის წინ, ბრაზილიის მეცნიერების, ტექნიკის და ინოვაციების სამინისტრომ ქვეყანაში „სპუტნიკ V“-ის კომერციული გამოყენების და წარმოების ნებართვა გასცა. რუსი მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 97%-ზე მეტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG