Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე უარყოფს, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელმაც ამ პოსტის დატოვების შესახებ საზოგადოებას გადაწყვეტილება 24 აპრილს გააცნო, უარყოფს, რომ თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ეს ინფორმაცია გუშინ რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა.

„ეს არის მიზანმიმართული ჭორი. თბილისს ჰყავს გამორჩეული მერი და დარწმუნებული ვარ, თბილისში ძალიან ბევრ მოქალაქეს სურს, კვლავ კახა კალაძე იხილოს მერად”, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, გუნდის სურვილია, თბილისის მერობის კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავ კახა კალაძე იყოს, თუმცა ეს კალაძის გადასაწყვეტია და ამ თემაზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG