Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმომ ინდოეთში 2000 თანამშრომელი მიავლინა ქვეყანაში მძვინვარე პანდემიის გამო


ინდოეთი
ინდოეთი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა “სულისშემძვრელი“ უწოდა ეპიდემიური ვითარების გაუარესებას ინდოეთში, სადაც კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში გაეროს შესაბამისმა უწყებამ 2000 თანამშრომელი გაგზავნა.

კორონავირუსის ეპიდემიის საწყის ეტაპზე ინდოეთი მიჩნეული იყო სამაგალითოდ, მაგრამ ბოლო კვირაში ვირუსი ელვის უსწრაფესად ვრცელდება 1,4-მილიარდიანი ქვეყნის მოსახლეობაში.

27 აპრილსაც, ისევე როგორც ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, ინდოეთში გამოვლინდა კორონავირუსით დაინფიცრებული 300 000 ადამიანზე მეტი.

ამ ფონზე ინდოეთისათვის გადაუდებელი დახმარების სურვილი გამოთქვა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ.

27 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მეცხრე კვირაა, რაც კორონავირუსი მსოფლიო მასშტაბით „განაგრძობს გაძლიერებას“. ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში გასულ კვირაში დარეგისტრირდა კორონავირუსით დაინფიცირებული იმდენივე ავადმყოფი, რამდენიც იყო პანდემიის პირველი 5 თვის განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG