Accessibility links

site logo site logo

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ შეზღუდა ნავალნის ფონდების საქმიანობა


მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გარკვეული მოქმედებების შესრულება აუკრძალა ალექსეი ნავალნის ორგანიზაციებს - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს და მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდს. გადაწყვეტილება მიღებულია მოსკოვის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე. რა შეზღუდვები დაუწესეს ფონდებს, არ აცხადებენ, ვინაიდან მათ წინააღმდეგ საქმე დახურულ რეჟიმში განიხილება.

ორშაბათს მოსკოვის პროკურატურამ შეაჩერა ნავალნის რეგიონული შტაბების საქმიანობა სასამართლო საქმესთან დაკავშირებით, რომელიც განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციის ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნობის საკითხს.

29 აპრილს დაგეგმილია ნავალნის ორი ფონდის საქმიანობის შეჩერების საკითხის განხილვა. პროკურორმა მოითხოვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს აეკრძალოს ინტერნეტში მასალების განთავსება, მიტინგების ორგანიზება და არჩევნებში მონაწილეობა.

16 აპრილს პროკურატურამ მოითხოვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი და ნავალნის შტაბები ექსტრემისტულ ორგანიზაციებად იქნენ მიჩნეული.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი და მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდი რუსეთში აღიარებული არიან ორგანიზაციებად, რომლებიც ე.წ. უცხოეთის აგენტების ფუნქციას ასრულებენ. ორგანიზაციები არ ეთანხმებიან ამ სტატუსს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG