Accessibility links

site logo site logo

ხათუნა სამნიძე მიესალმება გიორგი რურუას შეწყალებას


„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მიესალმება „მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის გიორგი რურუას შეწყალებას, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევდა. მან პარლამენტში ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, რომელთა უშუალო ჩართულობით მოხერდა დოკუმენტის შემუშავება. „მიშელის დოკუმენტის“ ხელმოწერა გახდა გიორგი რურუას შეწყალების წინაპირობა.

„ეს იყო უპირობო მოთხოვნა ყველა ეტაპზე, [ხელისუფლება] გაათავისუფლებდა ორ პოლიტიკურ პატიმარს, რომელსაც დღესაც არ უწოდებს „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პატიმარს, მაგრამ ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა დაადასტურეს საკუთარი ჩართულობით და ამ საკითხზე დაუღალავი შრომით, რომ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები და დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი ადამიანი უკვე თავისუფალია. მე მინდა ეს ამბავი მივულოცო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გიორგის და მის ოჯახს, რომ ის აღდგომას საკუთარ ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდება, ამ დღესასწაულებზე იქნება სახლში, და მე მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მოქალაქეს, ვინც ნდობით უყურებს ამ პროცესს. უამრავი ადამიანია ამ ქვეყნაში, ვისაც სჯერა, რომ ჩვენი პრინციპული პოზიციით, ჩვენი მოთხოვნით, რომ ვითანამშრომლოთ და არა ვებრძოლოთ ერთმანეთს, ოპონირების რეჟიმში, მაგრამ არა მტრობის, შევძლოთ და შევასრულოთ ხელმოწერილი დოკუმენტის ყველა პუნქტის შესრულება. დღეს ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი შესრულდა, მეორის შესრულების ეტაპზე ახლა ვართ და ვმუშაობთ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოსცა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გიორგი რურუა მას შემდეგ შეიწყალა, რაც ოპოზიციის ნაწილმა შეწყვიტა ბოიკოტი და პარლამენტში შევიდა.

გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი გათვალისწინებული იყო ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით მომზადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG