Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთში აიკრძალა სურსათის რიგებში დგომა, რათა არ შეილახოს პრეზიდენტის იმიჯი


თურქმენეთის პრეზიდენტი სამხედრო აღლუმზე
თურქმენეთის პრეზიდენტი სამხედრო აღლუმზე

თურქენეთის სიდიდით მეორე ქალაქ თურქმენაბადის ხელისუფლებამ მოქალაქეებს აუკრძალა რიგებში დგომა იმ სასურსათო მაღაზიების წინ, რომლებიც სურსათს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ფასებით არიგებენ. რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, ასე გამოეხმაურენ სახელმწიფოს კუთვნილი სურსათის მაღაზიები ქვეყნის პრეზიდენტის შვილის განცხადებას, რომლის თანახმად დიდი რიგები თურმე მისი მამის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის, „იმიჯის დისკრედიტაცის“ ახდენს.

თურქმენაბადში პოლიციის თანაშრომლები ოთხზე მეტ ადამიანს აუკრძალავენ სურსათის მაღაზიებთან რიგში დგომას. ხოლო თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში საერთოდ აკრალულია მაღაზიების წინ რიგის წარმოქმნა.

რადიო თავისუფლების თურქმენული სამახურის ცნობით პოლიცია აკავებს და სოციალური დისტანციის დარღვევის გამო აჯარიმებს მაღაზიების წინ რიგში მდგარ ადამიანებს.
ამ აკრალვების ფონია რესპუბლიკაში შექმნილი სასურსათო და ეკონომიკური კრიზისი, რასაც ემატება მოსახლეობაში სუბსიდირებული პროდუქციის დიდი დეფიციტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG