Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაირკვა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ევროპის ჩემპიონატზე


საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, თურქეთის, რუსეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ბერლინში დღეს გამართულ წილისყრაზე, ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე გასული ოცდაოთხი ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდა. ოთხივე ჯგუფის შეხვედრებს თითო ქვეყანა უმასპინძლებს. A ჯგუფის მატჩები კი თბილისში შედგება და საქართველოს ნაკრებს მეტოქეებთან საკუთარი მოედნის უპირატესობა ექნება.

ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისის გარდა მილანში, პრაღასა და კიოლნში შედგება და ოთხივე ჯგუფის ოთხ-ოთხი საუკეთესო ნაკრები მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს. პლეი ოფის თამაშებს კი ბერლინი უმასპინძლებს.

A ჯგუფი - საქართველო, თურქეთი, ესპანეთი, რუსეთი, ბელგია, ბულგარეთი

B ჯგუფი - გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია ჰერცოგოვინა

C ჯგუფი - იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, უკრაინა, ხორვატია, დიდი ბრიტანეთი

D ჯგუფი - ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG