Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთი გააძევებს რუს დიპლომატს იარაღის საწყობში აფეთქებების გამო


ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა სოფიაში
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა სოფიაში

ბულგარეთმა განაცხადა, რომ კიდევ ერთ რუს დიპლომატს გააძევებს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეჭვი აქვთ ექვს რუს მოქალაქეზე, რომლებიც სავარაუდოდ გარეული არიან აფეთქებათა სერიაში, რომლებიც იარაღისა და აღჭურვილობის ოთხ ობიექტზე მოხდა ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "კიდევ ერთი რუსი დიპლომატი გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად და რუსეთის ფედერაციას მიმართა თხოვნით, სრული ხელშეწყობა გამოევლინა ბულგარეთის ხელისუფლებისთვის“ მათ გამოძიებაში აფეთქებების შესახებ, აღნიშნა სამინისტრომ თავის განცხადებაში 29 აპრილს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეკატერინა ზახარიევამ "ღრმა და სერიოზული საუბარი" ჩაატარა რუსეთის ელჩთან სოფიაში და დასძინა, რომ "ბულგარეთს სურს შეინარჩუნოს თანასწორი და ორმხრივად ხელსაყრელი ურთიერთობები რუსეთთან და ამასთან მიმართებით, დაჟინებით მოითხოვს აქტიურ და ეფექტიან ხელშეწყობას რუსეთის მხრიდან ჩვენს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებულ გარემოებებში სიცხადის შესატანად".

მოსკოვმა, რომელმაც უარყო ამ ინციდენტებში რამე ჩართულობა მისი მხრიდან, პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ ნაბიჯს ბულგარეთის მხრიდან. ბულგარელმა პროკურორებმა 28 აპრილს განაცხადეს, რომ არსებობს "გონივრული ვარაუდი" რომ აფეთქებები, რომლებიც ოთხ საწყობსა და მწარმოებელ ობიექტს შეეხო ბულგარეთში 2011-სა და 2020 წლებს შორის, დაკავშირებულია ბულგარელი იარაღით მოვაჭრე, ემილიან გებრევის, თითქმის სასიკვდილო მოწამვლასთან 2015 წელს და იარაღის საწყობის აფეთქებასთან ჩეხეთში 2014 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG