Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა


ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი, მათ შორის, ბაისუბანი, მსხალგორი და პატარა გორი დააზარალა.

ადგილობრივებმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს უთხრეს, რომ ვენახები, ხეხილის და საზამთროს ბაღები თითქმის 100 პროცენტით არის განადგურებული. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები სახურავები, ტექნიკა და ავეჯი.

ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაგვიანებით ამუშავდა.

სტიქიის შედეგები ხვალ უფრო ნათელი გახდება. სტიქიისგან მიყენებული ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. მოსახლეობას იმედი აქვთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაეხმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG