Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში გააპროტესტეს "კრემლის აგენტი" პრეზიდენტის პოლიტიკა


პრაღაში გაიმართა ქვეყნის პრეზიდენტ მილოშ ზემანის წინააღმდეგ მიმართული აქცია. საზოგადოებრივი მოძრაობების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ზემანს "კრემლის აგენტს" უწოდებდნენ, ჩეხეთის ღალატსა და რუსეთის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტად მისი დარჩენა ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

პოლიციის ინფორმაციით, პრაღის ვაცლავის მოედანზე 29 აპრილს გამართულ აქციაში 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორთა თანახმად კი - 20 ათასი.

ჩეხეთში მწვავე რეაქცია გამოიწვია პრეზიდენტ ზემანის განცხადებამ, რომ 2014 წელს, ვრბეტიცის იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების საქმეში, რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობის გარდა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ აფეთქება შესაძლოა, გამოეწვია საბრძოლო მასალებთან არასათანადო მოპყრობას.

რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი მილოშ ზემანის ეს განცხადება უარყო ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა. მისი ინფორმაციით, გამოძიება განიხილავს მხოლოდ ერთ ვერსიას - რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობას.

2014 წელს მომხდარ აფეთქებასთან რუსული სპეცსამსახურების კავშირის შესახებ ჩეხეთის მთავრობამ პირველად 17 აპრილს განაცხადა და ქვეყნიდან გააძევა 18 რუსი დიპლომატი. ჩეხეთისადმი სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გააძევა ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG