Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აშშ-ის საელჩო მინიმუმამდე შეამცირებს ვიზების გაცემას  


აშშ-ის საელჩო მოსკოვში 12 მაისიდან მინიმუმამდე შეამცირებს საკონსულო მომსახურებას. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეების განსაკუთრებული და რუსეთის მოქალაქეთათვის ვიზის მიცემის აუცილებელი შემთხვევები. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა აშშ-ის საელჩომ.

შეზღუდვის მიზეზი გახდა მოსკოვის მოთხოვნით საკონსულო სამსახურის თანამშრომელთა 75 პროცენტით შემცირება.

23 აპრილს გამოაცხადა რუსეთმა, რომ კრძალავს აშშ-ის დიპლომატიურ მისიაში უცხოეთის მოქალაქეების დასაქმებას.

საელჩო სინანულს გამოხატავს, რომ რუსეთის მთავრობამ აიძულა ის შეემცირებინა საკონსულოს შტატი.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმრ პუტინის შესაბამისი განკარგულება ეხება „არამეგობრული ქვეყნების“ დიპლომატიურ მისიებში ამ ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების შეზღუდვას. არამეგობრული ქვეყნების სიას განსაზღვრავს მთავრობა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ის შეიქმნა „აშშ-ის და სხვა ქვეყნების არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ“.

2016 წლის ბოლოდან აშშ და რუსეთი რეგულარულად ცვლიან მისიების თანამშრომელთა შემცირების მოთხოვნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG