Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელენჯიკში სცემეს ნავალნის მომხრეს, რომელიც საავადმყოფოში მოხვდა


ნავალნის მხარდამჭერი აქცია გელენჯიკში
ნავალნის მხარდამჭერი აქცია გელენჯიკში

გელენჯიკში მცხოვრები აქტივისტი მარინა რომანოვა საავადმყოფოში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ქუჩაში უცნობები დაესხნენ თავს. დაზარალებული მომხდარს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ 21 აპრილის აქციებში თავის მონაწილეობას უკავშირებს.


„უცებ დამიწყეს ცემა. ძალოვნების მოკითხვა გადმომცეს და მითხრეს, უნდა გესმოდეს, რომ ასე აღარ უნდა მოიქცეო. შემდეგ დავკარგე გონება და მხოლოდ საავადმყოფოში მოვსულიერდი“, - უთხრა დაზარალებულმა „კავკაზსკი უზელს“.


მარინა რომანოვაზე თავდასხმა მოხდა 26 აპრილს. მას მრავლობითი დაზიანება აქვს და ექიმები თეძოს მოტეხილობასაც ვარაუდობენ.

ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი არასანქცირებული აქციები 21 აპრილს რუსეთის დიდი ქალაქების გარდა გაიმართა ასევე კრასნოდარში, როსტოვში, სტავროპოლსა და მახაჩყალაში. პოლიციამ რომანოვა დააკავა გელენჯიკის აქციაზე და სხვების მსგავსად დააჯარიმა არასანქციებულ აქციაში მონაწილეობისთვის.

დაჯარიმებული ექვსი გელენჯიკელი აქტივისტი სააპელაციო სასამართლოში აპირებს განაჩენის გასაჩივრებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG