Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 1 147 ადამიანს, გარდაიცვალა 20


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 20 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 130 პირი ემსხვერპლა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 20 129 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1 147 შემთხვევა. გამოვლენილი ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი (653 შემთხვევა) თბილისზე მოდის. ამ ეტაპზე ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 844, საიდანაც 3 919 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 5.70%;

ბოლო 7 დღის - 5,13%;

ბოლო 14 დღის - 4.87%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 690-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG