Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 21 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 21 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 151 პირი ემსხვერპლა.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 13 752 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 988 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 7,18%;
  • ბოლო 7 დღის - 5,47%;
  • ბოლო 14 დღის - 4,99%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 595-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 45 344 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG