Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებელი ეკლესიები აღდგომის დღესასწაულს მეორედ აღნიშნავენ პანდემიის პირობებში


მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები, ეკლესიები, რომლებიც მოიხმარენ იულიანურ კალენდარს, 2 მაისს (ახალი სტილით) აღნიშნავენ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს.

აღდგომა აღინიშნა იერუსალიმში, ქრისტეს საფლავის ტაძარში და კოპტების მთავარ ტაძარში კაიროში. მლოცველთა დასწრება ორივე შემთხვევაში შეზღუდული იყო პანდემიის გამო.

კოპტების პაპმა, ტავადროს მეორემ განაცხადა თავის სააღდგომო მიმართვაში: „ვლოცულობთ ამ პანდემიის დასრულებისთვის“. „ვლოცულობთ ჩვენი მედიცინის მუშაკებისთვის, რომლებიც წინა ხაზზე არიან პანდემიასთან ბრძოლაში“, აცხადებს ტავადროს მეორე.

აღდგომა აღინიშნა რუსეთშიც, სადაც პატრიარქმა კირილე მეორემ იმედი გამოთქვა, რომ კორონავირუსი განადგურდება და პანდემია დასრულდება. მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში მისული მლოცველები ნიღბებით იყვნენ, რათა ვირუსის გავრცელებას არ შეუწყონ ხელი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც უნიღბოდ იყო, მადლობა გადაუხადა ეკლესიას არსებითი სოციალური პრობლემების მოგვარებისა და ოჯახური ტრადიციების განმტკიცებისთვის.

რუსეთში საპატიმროში მყოფმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ გაავრცელა სააღდგომო განცხადება, რომელიც წერს, რომ აღდგომას ულოცავს ყველას, მორწმუნეებს, ურწმუნოებს და მებრძოლ ათეისტებს. ნავალნი ინსტაგრამით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ეხვევა და უყვარს ყველა და ასეთ დღეს სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნებაა.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, პორფირემ, რომელიც წელს, თებერვალს იქნა არჩეული მას მერე, რაც მისი წინამორბედი, ხანდაზმული მამამთავარი, კორონავირუსს ემსხვერპლა, თავის სააღდგომო მიმართვაში თქვა, „პატივი უნდა ვცეთ მედიცინის რჩევებსო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG