Accessibility links

site logo site logo

მიუხედავად ბოდიშის მოხდისა, ირანის უზენაესმა ლიდერმა ზარიფი გაკიცხა


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, 2021 წლის მარტი.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, თეირანის მაღალი რანგის დიპლომატი მკაცრად გაკიცხა, რის გამოც საგარეო საქმეთა მინისტრს ხელი შეიძლება შეეშალოს საქმიანობაში: ვენაში მიმდინარეობს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წლის შეთანხმების აღდგენის გარშემო მოლაპარაკება და ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები.

ხამენეის არ უხსენებია ზარიფის გვარი, მაგრამ თავის სატელევიზიო გამოსვლაში, 2 მაისს, მან დიდი შეცდომა უწოდა ზარიფის ნათქვამს, რომ საგარეო პოლიტიკაში მას ხშირად განზე ტოვებენ. ზარიფმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ამ კომენტარისთვის, რომელშიც ის აკრიტიკებს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს და მის ყოფილ მეთაურს, გენერალ, ყასემ სოლეიმანის. „ეს იყო დიდი შეცდომა, რომელიც ან უნდა დაუშვას ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა“, თქვა ხამენეიმ, და განმარტა, რომ „არიან მაღალი რანგის პირები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და წარმართავენ პოლიტიკას. ცხადია, საგარეო საქმეთა სამინისტრო მასში მონაწილეობს“, თქვა აიათოლამ.

ზარიფი ეხმარება ირანის დელეგაციას რთული და მრავალმხრივი მოლაპარაკების წარმართვაში, რომელიც დაიწყო გასულ თვეში ვენაში და რომლის მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შეთანხმების - ერთობლივი სამოქმედო გეგმის - აღდგენა.

მოჰამად ჯავად ზარიფმა ბოდიში მოიხადა კომენტარისთვის, რომელიც მან გააკეთა გასულ კვირაში გაჟონილ აუდიოჩანაწერში, სადაც ის კრიტიკულია ისლამურ რევოლუციის გუშაგთა კორპუსის და მისი მოკლული, გავლენიანი გენერლის, ყასემ სოლიმანის მიმართ.

ზაპრიფმა 2 მაისს ინსტაგრამით გაავრცელა პოსტი, რომ იმედი აქვს, სულეიმანის ოჯახი და ირანის ხალხი მას აპატიებენ წინააღმდეგობრივ კომენტარებს.

თეირანის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება გაჟონვის ფაქტის გამო. მკაცრი ხაზის მიმდევრები ზარიფს „ღალატში“ და სოლეიმანის მიმართ „ცილისწამებაში“ დებენ ბრალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG