Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირზე ჩემპიონი გახდა


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენში გამართული ტურნირის - BMW Open-ის ფინალში გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეცამეტე ადგილზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს საათ-ნახევარში სძლია, ანგარიშით 6:4, 7:6.

შტრუფთან შეხვედრამდე, ბასილაშვილმა ოთხი ეტაპი გაიარა. ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო, კოლუმბიელი დანიელ გალან-რივეროსი, სლოვაკი ნორბერტ გომბოსი და ნორვეგიელი კასპერ რუუდი ისე დაამარცხა, ერთი სეტიც კი არ წაუგია.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის ტურზე წლეულს მეორე, სულ კი მეხუთე ტიტული მოიპოვა და მსოფლიოს რეიტინგში რამდენიმესაფეხურიანი დაწინაურება გაინაღდა.

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

ჩოგბურთელი 2020 წლის 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG