Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესტიაში ტურისტი დაიღუპა


მაშველებმა მესტიაში, ხევიდან ამოასვენეს დაღუპული ტურისტი ქალის ცხედარი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-მა მიიღო შეტყობინება, რომ გულის უღელტეხილზე მყოფი ტურისტი ითხოვდა მაშველების დახმარებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოში კი აშშ-დან შევიდა სპეციალური ზარი კომპანიიდან, სადაც დაფიქსირდა მესტიაში მყოფი ტურისტების SOS- სიგნალი და კოორდინატები.

შეტყობინების ინიციატორის თანახმად, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და, სავარაუდოდ, გარდაცვლილი იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალურად აღჭურვილი მაშველები ადგილზე მივიდნენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი უვნებლად იპოვეს, ხევში ქალის საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად კი მისი ცხედარი აღმოაჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG